ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგი მისი ამბოხის შემდეგ განახევრდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალ დონეზეა. ამ დასკვნამდე მივიდნენ "ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორები. მისი მიხედვით, 22-28 ივნისს ჩატარებული კვლევის დროს გამოკითხულთა 58 პროცენტმა ამბოხის დაწყებამდე პრიგოჟინის საქმიანობისადმი დადებითი დამოკიდებულება დააფიქსირა.
რადიო თავისუფლების თანახმად, მოსკოვში ე.წ. "სამართლიანობის მარშის" დასრულების შემდეგ, გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ ისინი პოზიტიურად უყურებენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის საქმიანობას.
პრიგოჟინის მიმართ საზოგადოების განწყობის დინამიკას რაც შეხება, ამბოხის დაწყებამდე რუსები პრიგოჟინს სიმართლისთვის მებრძოლად"," ნამდვილ ლიდერად"," პატრიოტად"და "ძლევამოსილ გენერლად“ მიიჩნევდნენ. შემდეგ კი, მისი პერსონის აღწერაში უარყოფითი შეფასებები გაჩნდა.
კერძოდ, მან მოაწყო ამბოხი“, „გაილაშქრა რუსეთის წინააღმდეგ"," მიილტვის ძალაუფლებისკენ ჩქარობს", - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ამბოხის შემდეგ ასევე შემცირდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საქმიანობის მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა.
თუმცა, მინისტრის რეიტინგის ვარდნა არც ისე მნიშვნელოვანი იყო. ერთი კვირით ადრე გამოკითხულთა 60% იყო დადებითად განწყობილი მისი საქმიანობისადმი, ხოლო პრიგოჟინის „ამბოხის“ შემდეგ-48%-ია.